არქივი7 მარტი, 2024, 10:06
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დღესვე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.