“აფხაზეთის ინტელიგენციის კავშირი” შეშფოთებულია მოსკოვის ნაბიჯებით აფხაზების მიმართ

აფხაზეთის ინტელიგენციის კავშირი “სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის ცნობილ საზოგადო მოღვაწეებსა და პარლამენტის დეპუტატებს რუსული მოქალაქეობა ჩამოერთვათ, რიგ აფხაზ ჟურნალისტებს „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიენიჭათ, ხოლო აფხაზეთის მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი, მოსკოვის კონსერვატორიის 2024 წლის „საუკეთესო კურსდამთავრებული“, ათწლიანი დეპორტაციის წინაშე აღმოჩნდნენ”.
აფხაზეთის ინტელიგენციის კავშირი მოუწოდებს დე ფაქტო პრეზიდენტს, პარლამენტის სპიკერსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, “საზოგადოებას აუხსნან, რა ზომები მიიღეს, იღებენ ან გეგმავენ აღნიშნული მოვლენების საპასუხოდ”.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობის გადაუდებელი მოლაპარაკებების შედეგად, ამ სამწუხარო გაუგებრობას წერტილი დაესმება, და აფხაზეთის ღირსეული მოქალაქეების მიმართ უსამართლო ქმედებები აღარ გაგრძელდება. უკვე არაერთხელ და სხვადასხვა ტრიბუნიდან გაცხადებულა, რომ აფხაზეთში არ არის და ვერ იქნება ანტირუსული განწყობები. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ან შეგნებულად იტყუება, ან პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება. ჩვენ გვწამს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის კავშირი ურღვევია და ყველა წარმოშობილი პრობლემა კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მოგვარდება”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?