ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგს ლამარა ქემოკლიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი გადაეცა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგს, ლამარა ქემოკლიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი გადასცა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ლამარა ქემოკლიძე 1971 წლიდან აფხაზეთში განვითარებულ შეიარაღებულ მოქმედებებამდე ქალაქ გაგრისა და ბიჭვინთის საშუალო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა.
„ლამარა ქემოკლიძეს წლების განმავლობაში მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდო და სიგელი, მათ შორის, აფხაზეთის სახალხო განათლების წარჩინებული მასწავლებლის წოდება.
მინისტრმა, ასევე, ღვაწლმოსილ პედაგოგს 50 წლიანი ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით სიგელი გადასცა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.