აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის სასათბურე მეურნეობები მოეწყო

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობები მოეწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოინახულა.
უწყებს ცნობით, სასათბურე მეურნეობები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის – „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაა.
„ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და ძლიერი, ერთიანი საქართველო აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ, იმისთვის რომ ეს მოხერხდეს ბევრი უნდა ვიშრომოთ და მჯერა, რომ მსგავსი ტიპის პროექტი თავის წვლილს შეიტანს ამ დიდ საქმეში“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში