არქივი6 მაისი, 2024, 08:54
აფხაზავას თქმით, მასზე თავდასხმაში მონაწილე პირი მის სახლში მივიდა
ტვ პირველის ინფორმაციით, მაშინ, როცა ლადო აფხაზავასთან გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, აფხაზავას ერთ-ერთი თავდამსხმელი მასთან სახლში მივიდა.
“მოძალადეები მოდიან ჩემთან სახლში და ითხოვენ, რომ მე დამიჭირონ. ხის ჯოხები რატომ გქონდათ ხელში, რატომ?!” - მიმართა სავარაუდო თავდამსხმელს აფზახავამ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ და სცემეს.
ტაბულას ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აფხაზავას შვილსაც. შემთხვევა ლანჩხუთში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.