ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“აფექტის მდგომარეობა კი არ იყო, ეს იყო კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული თავდასხმა”– თინა ხიდაშელი

“აფექტის მდგომარეობა კი არ იყო, ეს იყო კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული თავდასხმა”– თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დუბაში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას, ამბობს: ამბობს:
“აფექტის მდგომარეობაში კი არ იყო მათი მხრიდან რეაქცია, რაზეც სანიკიძე საუბრობდა შემდეგ, ეს იყო კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული თავდასხმა ამ ადამიანზე. არსებობს კადრები, რომელიც ერთმნიშვნელოვან სახელს არქმევს ამ პროცესს მათი მხრიდან. ანუ, თავის თავს რომ დეპუტატებს ეძახიან, იმ ხალხის მხრიდან სახეზე გვაქვს დაგეგმილი, წინასწარ მომზადებული ანგარიშსწორება კერძო პირზე, რომელმაც წინა დღეს მათ სამშობლოს მოღალატეები ეძახა. მეორე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, ეს არის ის რიტორიკა, რომელიც გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებით, თბილისის მერი გამოიჩევა ამ ბოლო დროს, როდესაც ის ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ძალადობის წახალისებას ახდენს. ნებისმიერ სახელმწიფოშიც მისი საკითხიც იქნებოდა გამოძიებისთვის საინტერესო”, – ამბობს თინა ხიდაშელი.
აბუ დაბის პოლიცია ამ დრომდე იძიებს სასტუმრო რედისონში მომხდარ ინციდენტს, რომლის ფიგურანტებიც “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.