აფეთქების ახალი დეტალები მოსკოვის რესტორანში:
ASTRA-ს თვითმხილველი ეუბნება, რომ რესტორანში გენერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
შენობის მახლობლად შენიშნეს უამრავი ავტომობილი შავი ნომრებით და როსგვარდიის ავტობუსი.
უკრაინული მედიისა და Telegram არხების ცნობით, მოსკოვში, რესტორანში, სადაც აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, რუსი გენერალი დაბადების დღეს აღნიშნავდა. ჯერჯერობით არ კონკრეტდება გენერლის ვინაობა და ის, არის თუ არა დაღუპულებს შორის რომელიმე რუსი სამხედრო.
პროკრემლისტური მედია უკვე წერს, რომ აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა იყო, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, შენობაში გაზი საერთოდ არ არის.




