“აფგან სადიგოვს 161 დღის შიმშილობის შემდეგ სამედიცინო კვლევაც არ ჩატარებია”- ცოლი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, მის ქმარს 161 დღის შიმშილობის შემდეგ არც სამედიცინო კვლევები ჩატარებია და არც შესაბამისი მკურნალობა ჩატარებია.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია საქართველოს აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. სადიგოვმა 161 დღიანი შიმშილობა [როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული შიმშილობა] თებერვლის ბოლოს შეწყვიტა.
“დღეს ველაპარაკე, დამირეკა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს, რომელიც ამდენი დღე შიმშილობდა, სამედიცინო კვლევებიც კი არ ჩატარებია. მითუმეტეს ისეც ძალიან სუსტადაა. მის ჯანმრთლობაზე ვშფოთავ. მხოლოდ დღიურ მსუბუქ საკვებს აძლევენ. ესაა და ეს. არ ვიცი, რატომ, თუმცა, ცხადია, ისევ დავალებას ასრულებენ. ივანიშვილის რეჟიმი ალიევის რეჟიმზე უარესია”, – ამბობს სევინჩ სადიგოვა.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)