აფგან სადიგოვის საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ 3 თვით, 3 მაისამდე გახანგრძლივდა – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სადიგოვის წარმომადგენელი “სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან”, ქეთი ჩუთლაშვილი ჟურნალისტის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.
ცნობისთვის, სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციაზე თანხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა 28 ნოემბერს დააკმაყოფილა, თუმცა 14 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს, აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)