აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად აღმოვჩნდებით ისეთ კრეტინულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ – ბაია პატარაია

აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად აღმოვჩნდებით ისეთ კრეტინულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ – ბაია პატარაია
აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდირებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შევინახოთ ჩვენთვის და შემოვინახოთ პირადი საუბრებისთვის ვიწრო წრეში, – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში წერს. პატარაიას განცხადებით, ამჟამად ისინი კრეტინულ სიტუაციაში არიან.
„აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდირებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შევინახოთ ჩვენთვის და შემოვინახოთ პირადი საუბრებისთვის ვიწრო წრეში.
ფეისბუქი არის ძალიან საჯარო სივრცე! და აქ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოვიქცეოდით აეროპორტში ან კონფერენციაზე: ვწეროთ ის, რაც საჯარო განხილვას, ჯანსაღი საზოგადოების ფირმირებას და პროპაგანდასთან ბრძოლას სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად აღმოვჩნდებით ისეთ კრეტინულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ. ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებსაც, რომლებიც ინტერნეტს აღიქვამენ მეგობრულ, დაცულ სივრცედ და არა ქუჩად“,- წერს ბაია პატარაია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა