აუცილებელია, რომ ევროპამ თქვას უარი ორმაგ სტანდარტებზე, რადგან ამით თავადვე ზიანდება

„ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ევროპამ უარი უნდა თქვას ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე, რადგან სხვადასხვა საკითხებისადმი ასეთი მიდგომა თავად ევროპას აზიანებს.
„ეუთო/ოდირს შეურაცხყოფას აყენებდნენ იმის გამო, რომ საქართველოში ჩატარებული პოზიტიურად შეაფასა. მაშინ მათ არ უსმენდნენ და სხვებსაც უკრძალავდნენ ეღიარებინათ ეუთო/ოდირის დასკვნა. ახლა პირიქით ამბობენ დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელსაც ყველა გავითვალისწინებთო.
ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ. აუცილებელია, რომ ევროპამ თქვას უარი ორმაგ სტანდარტებზე, რადგან ამით თავადვე ზიანდება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს