არქივი13 ივნისი, 2025, 10:26
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ისრაელმა ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვულ ობიექტს დაარტყა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვული ობიექტი იყო, სადაც ირანი ურანის გამდიდრებას აწარმოებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ უკიდურესად შემაშფოთებელ სიტუაციას“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, კონტაქტზე იმყოფებიან ირანის ხელისუფლებასთან ობიექტზე რადიაციის დონის, ასევე ირანში მყოფი ინსპექტორების საკითხებთან დაკავშირებით.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.