ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ხანძრის მერე ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის კოშკის დემონტაჟია საჭირო

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ხანძრის მერე ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის კოშკის დემონტაჟია საჭირო

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ როსი, რომელმაც უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მოინახულა 4 სექტემბერს, თვლის, რომ საჭიროა გამაცივებელი კოშკის დემონტაჟი, რომელიც ძლიერად დაზიანდა გასულ თვეში ხანძრის გამო.
როსიმ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ატომური ელექტროსადგურის მონახულებისას 4 სექტემბერს.
„დღემდე ვერ მივაღწიეთ იმ პუნქტს, მაღლა კოშკზე, რათა უკეთ შევძლოთ დაზიანების დონის შეფასება“ - აცხადებს როსი, ვიდეო ჩანაწერში, რომელიც მან X-ით გაავრცელა.
„არ შეიძლება ამ დიდი ნაგებობის მომავალში გამოყენება, ამიტომ, ალბათ რაღაც მომენტში მოხდება მისი დემონტაჟი““ თქვა როსიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.