ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ატლანტის ოკეანის ორ მხარეს შორის სავაჭრო დაპირისპირების გამოწვევა უაზრობაა - იტალიის პრემიერი

ატლანტის ოკეანის ორ მხარეს შორის სავაჭრო დაპირისპირების გამოწვევა უაზრობაა - იტალიის პრემიერი

ევროკავშირ-აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებზე ფოკუსირება გადამწყვეტია, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებაშია აღნიშნული.
მელონის განცხადებით, ატლანტის ოკეანის ორ მხარეს შორის სავაჭრო დაპირისპირების გამოწვევა უაზრობაა.
„ჩვენ ვენდობით ყველა მოთამაშის კეთილ ნებას, რათა მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებას, რომელიც მთლიანად გააძლიერებს დასავლეთს, იმის გათვალისწინებით, რომ – განსაკუთრებით ამჟამინდელ სცენარში – ატლანტის ოკეანის ორ მხარეს შორის სავაჭრო დაპირისპირების გამოწვევა უაზრობაა. ახლა გადამწყვეტია, მოლაპარაკებებზე ფოკუსირების შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, რაც შეთანხმების მიღწევას უფრო რთულს გახდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპი კიდევ უფრო მაღალი ტარიფებით იმუქრება, თუ ევროკავშირი ან მექსიკა მის ნაბიჯს კონტრზომებით. უპასუხებენ
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი წერილი, რომლითაც აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან აშშ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს უწესებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.