ატლანტიკური საბჭო ეხმაურება მათი თანამშრომლების სახლების ჩხრეკას

ამერიკული ორგანიზაცია ატლანტიკური საბჭო ეხმაურება მათი ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლების ჩხრეკას.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მომხდარით ღრმად შეშფოთებულია და იმედი აქვს, რომ ხელისუფლება საკითხს ნათელს მოჰფენს და მათი თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებშიც შევიდა გასაჩხრეკად. სოფო გელავას თქმით, სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე, მათ შორის ფულის გათეთრების მუხლით „ატლანტიკური საბჭოს“ კონტრაქტორ HR კომპანიასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”