“ასპრია ფიტნესში” 100-მდე ნიღბიანი შეიჭრა – ისინი შინჯიკაშვილის მოადგილეს ეძებენ – მედია

დინამო არენაში მდებარე “ასპრია ფიტნესში” 100-მდე ნიღბიანი შეიჭრა. ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ისინი გიორგი შინჯიკაშვილის მოადგილეს, გიორგი უბილავას ეძებენ.
ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებსაც. ცნობილი ხდება, რომ მათ შენობაში ყველაფერი დაამტვრიეს.
ასპრია მომხდარს მედიასთან უარჰყოფს. დაცვის სამსახური კი აცხადებს რომ ყველა სათვალთვალო კამერა, რაც აქვთ, უკვე თვეზე მეტია გაფუჭდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)