ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, ის თანამდებობას დატოვებს

ასლან ბჟანიას განცხადებით, მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, „პრეზიდენტის“ თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.
„მათ ვინც შენობა დაიკავა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების დასრულებას ცდილობდა, შენობის კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მე მზად ვარ დავნიშნო, მზად ვარ გადავდგე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“, – განუცხადა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს.
მისივე თქმით, გადადგომის შემდეგ „ქვეყნის მართვას ვიცე-პრეზიდენტი გააგრძელებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია