ასე უწყინარი ჩასწორებებით ხდება აზრის ფორმირება და ერის კულტურული გადაგვარება

ასე უწყინარი ჩასწორებებით ხდება აზრის ფორმირება და ერის კულტურული გადაგვარება
„ოპოზიციონერი აქტივისტები რომლებმაც შემდეგი შინაარსით – “ენა, მამული, ერთობა” გაურკვეველი მისიით ფიცი დადეს და დიდი ილიას სიტყვებიდან სარწმუნოება ამოიღეს, როგორც ჩანს, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. სინამდვილეში პრობლემა კი ძალიან დიდია, რადგან ოდითგანვე ქართველი და ქრისტიანი ერთი შინაარსის მატარებელი იყო.“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი წერს, სამწუხაროდ ასე, ერთი შეხედვით უწყინარი ჩასწორებებით ხდება აზრის ფორმირება და ერის კულტურული გადაგვარება.
“მამული, ენა და სარწმუნოება” ეს სიტყვები საღმრთო მადლის მატარებელი, ეროვნული იდეის საფუძველთა საფუძველია და “კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს”, რადგან მას საუკუნო დევიზის მნიშვნელობა აქვს!
ოპოზიციონერი აქტივისტები რომლებმაც შემდეგი შინაარსით – “ენა, მამული, ერთობა” გაურკვეველი მისიით ფიცი დადეს და დიდი ილიას სიტყვებიდან სარწმუნოება ამოიღეს, როგორც ჩანს, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. სინამდვილეში პრობლემა კი ძალიან დიდია,
რადგან ოდითგანვე ქართველი და ქრისტიანი ერთი შინაარსის მატარებელი იყო. გაქრისტიანების ნაცვლად ხშირად გამოიყენებოდა სიტყვა – გაქართველდაო, ანუ ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში მთელ საქართველოს აერთიანებდა და სწორი გაგებით დღესაც აერთიანებს.
სამწუხაროდ ასე, ერთი შეხედვით უწყინარი ჩასწორებებით ხდება აზრის ფორმირება და ერის კულტურული გადაგვარება. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ნუ დადგებით ფულზე გაყიდული ფასეულობებისაგან დაცლილი ხალხის გვერდით. ხომ ხედავთ, მათ ქართველობა სულ სხვაგვარად ესმით.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს – ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით