“ასე ეპყრობა მევახშეების რეჟიმი პოეტებს და მწერლებს” – კაკაბაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს
მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლომ კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. მის მიმართ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება კი შეწყდა.
კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ხალხი ხატიაშვილის ოჯახის სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებდა, მწერალი პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
ასე ეპყრობა მევახშეების რეჟიმი პოეტებს და მწერლებს იმისათვის, რომ ისინი ხელოვნებათმცოდნეების ოჯახს იცავენ აოხრებისაგან. ეს სამწუხარო ფაქტია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ცხოვრების.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.