ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი გადამწყვეტია – მისი გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს ჩვენს გუნდს – ირაკლი ღარიბაშვილი

ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი გადამწყვეტია. აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან, იმიტომ, რომ მომდევნო 10 წელი, ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს გუნდს, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, მეტად პროგნოზირებადი იქნება ქვეყანაში მდგომარეობა. ადვილი საპროგნოზოა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გარანტირებულად, ძალიან მაღალი შედეგი ექნება და ჩვენი მიზანია, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამ ყველაფერში, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის გადარჩენაა.
“ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო 2012 წელს ბატონი ბიძინა პოლიტიკაში, დღეს არცერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შესაძლოა საერთოდ აღარ გვქონოდა. წინა მჩაგვრელი ხელისუფლება რომ ყოფილიყო დარჩენილი, დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა ჩაბმული, რაც, პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის განადგურებას ნიშნავს. შესაძლოა დაგვეკარგა სუვერენიტეტი და საერთოდ ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა, ყველა გამარჯვებაში მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით