ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ასეთ საკითხებზე თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი “სამხედრო ცენტრის” წევრების მემორიალთან განაცხადა:
“მგონი, რომ დღეს უნდა ყოფილიყო ბევრად მეტად ეროვნული სულის გამოხატულება, ყველა აქ უნდა ყოფილიყო, დღეს არ არის დაყოფის დღე, რამე დაპირისპირების, მე მგონი, რომ ნებისმიერ ქართველს რომ ჰკითხოთ, ყველა თანახმაა, რომ ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. აქ არანაირი პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიკერძოება არ შეიძლება არსებობდეს. აქ და ასეთ საკითხებზე თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებზე, ამ წარსულზე და ე.ი. ამ მომავალზე გაერთიანება, ამიტომ მე მგონი, რომ ამ წლიდან ის დღე, 21 მაისს გახდება დღე ასეთი გაერთიანების, ასეთი ეროვნული სულისკვეთების და ეროვნული თანხმობის, მაინც მიყვარს ეს სიტყვა და მაინც მჯერა, რომ ამ სიტყვით ჩვენ გავალთ ფონს.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.