ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ასეთ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არა თუ დილეგში ვამწყვდევდეთ" - ერისთავი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

"ასეთ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არა თუ დილეგში ვამწყვდევდეთ" - ერისთავი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

უძრავი ქონების კომპანიების — RENTALS-ისა და Eristavi Estates-ის დამფუძნებელი, ზურაბ ერისთავი სოციალური ქსელით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ძალიან ცოტაა ადამიანი, ვინც ასეთი ბიზნესი შექმნა.
„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები, ვინც ისეთი პასუხისმგებლიანი ბიზნესები შექმნეს, როგორიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესებია.
ასეთ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არა თუ დილეგში ვამწყვდევდეთ.
სიმართლე ერთია და ეს ყველამ ვიცით,“ — წერს ერისთავი.
„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.