“ასეთი უსამართლობა არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს” – ეკა მიშველაძე

ბუკა პეტრიაშვილისთვის შეფარდებულ 3-დღიან პატიმრობას მისი მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ეხმაურება და ამბობს:

ისეთი უსამართლო გადაწყვეტილებები აქვს ამ სასამართლოს და მოსამართლეს მიღებული, იმდენი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გაშვებული ციხეში არაფრის გამო, რომ სამი დღე რა მოსატანია. ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის, ვიცოდით, რომ პატიმრობა იქნებოდა ყველა შემთხვევაში და ამიტომ არ გაგვკვირვებია.

უბრალოდ, ყველაზე ცუდია ამ უსამართლობის განცდა. რომ ყოფილიყავით სხდომაზე და მოგესმინათ ადვოკატისთვის, ბუკას სიტყვისთვის, იმ ე.წ. პოლიციელისთვის, ე.წ. მოსამართლისთვის, მიხვდებოდით, რომ სრულიად გააცამტვერა ირაკლი აბესაძემ [ადვოკატი] ეს საქმე. 

სამართლიან და ნორმალურ ქვეყანაში, ბუკას ბორკილები არ  უნდა ედოს და სასამართლო სხდომიდან არ უნდა გაექანებინათ სადღაც, ჯერ არ ვიცით, სად.

ასეთი უსამართლობა არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

საერთაშორისო საკითხების ექსპერტის, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს 3 -დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს