ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს, კგბ-ს სამჭედლოშია დამზადებული - ზურაბიშვილი „ოცნების“ ბანერებზე - Netgazeti • არჩევნები 2024 • სალომე ზურაბიშვილი • ქართული ოცნება • Netgazeti.ge

ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს, კგბ-ს სამჭედლოშია დამზადებული - ზურაბიშვილი „ოცნების“ ბანერებზე - Netgazeti • არჩევნები 2024 • სალომე ზურაბიშვილი • ქართული ოცნება •  Netgazeti.ge

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საქართველოს ქალაქებსაა შედარებული, სამარცხვინოს უწოდებს.
ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ საარჩევნო ბანერები კგბ-ს (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) სამჭედლოშია დამზადებული.
„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!… „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, – წერს ზურაბიშვილის Facebook-ზე
საქართველოს ქუჩებში „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, სადაც რომელსაც „არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“ – აწერია. ბანერები ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს შავ-თეთრი ფოტოთი უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად განადგურებული ქალაქების ფოტოებია, მეორე მხარეს კი ფერადი ფოტოთი საქართველოს ქალაქები.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.