ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ასეთი სამარცხვინოები რანაირად ხართ?”; “მშობელია უყურადღებო და შვილი მაგიტო მოუკვდა?!” – მოქალაქეები ამონაშვილის აკადემიას

“ასეთი სამარცხვინოები რანაირად ხართ?”; “მშობელია უყურადღებო და შვილი მაგიტო მოუკვდა?!” – მოქალაქეები ამონაშვილის აკადემიას

ამონაშცილის აკადემიის ცნობით, კახეთში, მზიანეთის საგანმანათლებლო ცენტრში, ბავშვი წყალსაცავში იმიტომ ჩავარდა და დაიხრჩო, რომ მშობელმა არ მიაქცია ყურადღება. აკადემია ითხოვს გაგებით შევხვდეთ აკადემიის წევრების მდგომარეობას.
აკადემია, წერს:
წინა შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია. ჩამოსული იყო რამდენიმე ათეული სტუმარი. ესენი იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები და სკოლების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ცენტრიდან გაფრთხილების მიუხედავად, ერთერთი მონაწილე კონფერენციაზე უცხოეთიდან ჩამოვიდა მცირეწლოვან შვილთან ერთად. მშობელმა იცოდა, რომ ორგანიზაცია ბავშვზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. მშობლის უყურადღებობის გამო, კონფერენციის მსვლელობის დროს ბავშვი უმეთვალყურეოდ დარჩა და ჩავარდა სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში. ცენტრის ყველა თანამშრომელმა გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა. კონფერენციამ მუშაობა შეწყვიტა. კონფერენციის ყველა მონაწილე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კონფერენცია არ იყო ამონაშვილის აკადემიის მიერ ორგანიზებული. ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი კონფერენციას ესწრებოდა, თუმცა სხვა კავშირი ორგანიზაციას ამ ღონისძიებასთან არ ჰქონია. გთხოვთ, გაგებით შეხვდეთ ჩვენი ოჯახის თითოეული წევრის მდგომარეობას.
მადლობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.