ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში” – ღარიბაშვილი

“ჩემი პრემიერობის დროს არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია. არც ერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია ქვეყნის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მე არასდროს არ მქონია ინფორმაცია დამალული. გულწრფელად, მარტივად აგიხსნით – ჩემი პოზიცია იყო შემდეგი – როდესაც მე მომმართავდა შეკითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტების წარმომადგენლები და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მე მქონდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო და ბუნებრივია, ჩვენი რეაგირება იყო შესაბამისი. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ მინდა გითხრათ, ამის ვალდებულება არ არსებობდა. ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც ახლა დიდი დრო არ დამიხარჯავს ამაზე, მაგ პრაქტიკის შეცვლაზე. ჯერ ერთი, არ არის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტი, რომ ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს, ეს არ არის მანდატორული წესი, ეს არ არის მანდატორული პრაქტიკა. ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითები, აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, თქვენ გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?! როცა მოითხოვთ, მედია რატომ არ ითხოვდით არასდროს, სამი წელი ვიყავი პრემიერი, ერთხელ შემახსენეთ, როდის მოითხოვეთ ამა თუ იმ განკარგულების ასლი. მე რა თქმა უნდა, გაგიზიარებდით“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.