არქივი26 მარტი, 2024, 21:08
"ასეთი ემოცია არასდროს მქონია, მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, მათი დიდი დამსახურებაა, რაც მოხდა!" - კახა კალაძე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ერთა ლიგის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს გამოეხმაურა.
"უბედნიერესი ადმიანი ვარ, მთელ საქართველოს ვულოცავ. ესაა ისტორია, რომელიც დაიწერა, ამისთვის ვიბრძოდით ათეული წლები. დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ როგორც არასდროს, როგორც ფეხბურთელებით, ასევე გულშემატკივრებით, მათიც, ვინც ვერ დაესწრო. მიყვარხართ და სულ ასეთ სიხარულს გისურვებთ, მთელ ქვეყანას!", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ისტორიაში პირველად მოახერხა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.