"ასაკზე არასდროს მინერვიულია” - ვინ არის ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც პამელა ანდერსონი გადაიღო და რატომ თქვა უარი მსახიობმა მაკიაჟზე - Marao
პამელა ანდერსონი გლამურულ მაკიაჟზე კიდევ ერთხელ ამბობს უარს და ბუნებრივ სილამაზეს უთმობს გზას.
56 წლის მსახიობი მორიგ სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო და Proenza Schouler-ის 2024 წლის საგაზაფხულო კოლექციისთვის იპოზიორა. მას ფოტოები კი ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ გადაუღო.
ფოტოგადაღებისთვის შერჩეული მინიმალისტური ფონი და ავეჯი 56 წლის მსახიობსა და მოდელს კიდევ უფრო თავდაჯერებულ და მშვიდ იერს ანიჭებს.
ბრენდმა იმაზეც იზრუნა, რომ პამელას რამდენიმე ახლო კადრი გადაეღოთ. "მაშველების" საცურაო კოსტიუმის შთაგონებით, წითელი ფერის კაბა შეურჩიეს.

პამელა ანდერსონისთვის ეს პირველი ფოტოსესია არ ყოფილა, სადაც უმაკიაჟოდაა.
მან Pandora-ს სამკაულებისთვის აგვისტოში გადაიღო ფოტოები, სადაც ბრენდის მიერ ლაბორატორიაში შექმნილი ბრილიანტის სამკაულები ეკეთა.
პამელა ოქტომბერში ჩატარებულ პარიზის მოდის კვირეულსაც უმაკიაჟოდ დაესწრო, რის გამოც საზოგადოებამ ის შეაქო და გამბედაობა მოუწონა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს თითქმის ყველა ცერემონიაზე პამელა უმაკიაჟოდ ჩნდებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.