“არ შეიძლება ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას” – როგორ ტარდება ზედაპირული დათვალიერება?

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
“მე ტელევიზიით მოვისმინე, რომ აქ ხდება მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამას აქვს ადგილი. უნდა ვთქვა, რომ ჩხრეკის გარდა, ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი. ანუ, პოლიციელმა უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანს შესაძლოა დანაშაულებრივი ნივთები ჰქონდეს. ასე არ შეიძლება ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას.
გარდა ამისა, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შედგეს შემოწმების ოქმი, რაც ვიცი რომ არ დგება და ისე უშვებენ. ესეც არის პოლიციის შესახებ კანონის დარღვევა. მე პირადად მოვედი, რომ გავერკვე სიტუაციაში და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ კანონიერია მხოლოდ ის მოთხოვნა, როდესაც პოლიციელი ასაბუთებს თავის ეჭვს და ადგენს ოქმს. ასევე ზედაპირული შემოწმება არ გულისხმობს ჩხრეკას, ნივთების ამოღებას, ტანსაცმლის გახდას. ეს უნდა მოხდეს ხელის შეხებით ტანსაცმლის ზედაპირზე, ან შესაბამისი აპარატით”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია