ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არ უნდა იყოს ბანკი დაინტერესებული, რომ გაყიდოს სადაზღვევო პროდუქტი ზედმეტად – ნინა კობახიძე

არ უნდა იყოს ბანკი დაინტერესებული, რომ გაყიდოს სადაზღვევო პროდუქტი ზედმეტად – ნინა კობახიძე

„არ უნდა იყოს ბანკი დაინტერესებული, რომ გაყიდოს სადაზღვევო პროდუქტი ზედმეტად. თუ ამ თვალსაზრისით კონკურენცია არ გასწორდა, პრობლემა შეიქმნება“, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. მან ყურადღება ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის საკითზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელთა უფლებები შეილახება.
„როგორც კი ჩვენ მივალთ იქამდე, რომ სავალდებულო შინაარსის დაზღვევები დაიწყება, კონკურენცია თუ არ გასწორდა ამ თვალსაზრისით, პრობლემა შეიქმნება. ჩვენ მზად ვართ და ბევრჯერ გვისაუბრია - უნდა მოხდეს უფრო მკაცრი ზედამხედველობა სადაზღვევო კომპანიების რეზერვებში, კაპიტალის ზრდისთვის მზად უნდა იყოს ინდუსტრია. მეორე ეტაპია ლიკვიდურობა, კაპიტალის ზრდა, რეზერვები, საზედამხედველო კაპიტალიც და ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად კონკურენცია.
თუ მოხდა ისე, რომ ყველაფერმა თავი მოიყარა მხოლოდ იმ ბანკის სადაზღვევო კომპანიაში, რომელშიც გაყიდვების მენეჯერები ფინანსურ დაინტერესებას იღებენ, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა უფლებები იქნება ფეხქვეშ გათელილი. ასე, რომ მე სერიოზულად დავაყენებდი ამ საკითხს“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.