არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისიდან 40-50 კილომეტრში განლაგებულია რუსული სამხედრო დანაყოფები და მზად არიან ნებისმიერ დროს დაქოქონ ჯავშანტექნიკა, როსტოვის სამხედრო აეროდრომიდან ააფრინონ თვითმფრინავები და გააკეთონ ის, რაც 2008 წელს

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისიდან 40-50 კილომეტრში განლაგებულია რუსული სამხედრო დანაყოფები და მზად არიან ნებისმიერ დროს დაქოქონ ჯავშანტექნიკა, როსტოვის სამხედრო აეროდრომიდან ააფრინონ თვითმფრინავები და გააკეთონ ის, რაც 2008 წელს
მილიონი კვადრატული მეტრი, დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ [ჩორჩანაში] საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო – არის თუ არა ასე? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომაზე დისტანციურად ერთვება.
წულუკიანის განმარტებით, გახარიამ ჯერ თქვა, რომ აღნიშნული ტერიტორია ისედაც არ კონტროლდებოდა ქართული მხარის მიერ, ხოლო ორი წუთის წინ ეს განცხადება გადათქვა და აღნიშნა, რომ კონტროლდებოდა, თუმცა, მზადდებოდა ისე, რომ ვეღარ გაკონტროლებულიყო. „თქვენ ამაზე თავიდან მიპასუხეთ რომ ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშო და წამიკითხეთ სამი დოკუმენტის სათაური, ამით დასტურდებაო და შემდეგ, მე რომ გაგაწყვეტინეთ და გითხარით, ამის საპირისპირო გაქვთ ნათქვამი-მეთქი, მერე გადათქვით, ორი წუთის წინ და იძახით, კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტროლებინაო. რა იყო რეალობა, კონტროლდებოდა ეს ტერიტორია ჩვენ მიერ თუ არ კონტროლდებოდა?“ – მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას. გახარიამ ამ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა“. „ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ უცხო, მოწინააღმდეგე მხარე, ოკუპირებული მხრიდან ამ ტერიტორიაზე ვერ გადმოდიოდა, როდესაც სრულად ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ წულუკიანის შეკითხვის პასუხად, თუ რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული