არ მოვერიდებით დამატებითი ზომების მიღებას – დიდი ბრიტანეთი „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს

ბრიტანეთის საგარეო უწყებამ საქართველოს დროებითი რწმუნებული, გიორგი საგანელიძე დაიბარა ლონდონში და მკაცრი პროტესტი გამოხატა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მიმართ, მათ შორის ბრიტანეთისადმი ბოლო დროინდელ ცრუ ბრალდებებზე და საჯარო თავდასხმებზე.
„2025 წლის 30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში (FCDO) საქართველოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ოფისის მაღალი თანამდებობის პირმა მკაფიოდ გამოხატა ბრიტანეთის მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლების მზარდ მავნე პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით და „ქართული ოცნების“ მხრიდან გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ განხორციელებულ ცრუ ბრალდებებსა და საჯარო თავდასხმებზე.
FCDO-ს სპიკერმა განაცხადა:
„ოპოზიციური ლიდერების დაკავება წარმოადგენს მორიგ მცდელობას, მთავრობის მხრიდან თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის.
არჩევნებში მონაწილე ოპონენტების დაკავება შეუთავსებელია ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან– თუკი ასეთი კვლავ გააჩნია „ქართულ ოცნებას“– და ასევე მათ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან.
გაერთიანებულმა სამეფო არ მოერიდება დამატებითი ზომების მიღებას, თუკი ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის გზას“,–ვკითხულობთ უწყების მეირ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო