არქივი17 ივლისი, 2024, 13:20
,, არ მიყვარს სანქციები” – ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მომხრე არ არის.
ამის შესახებ მან „ბლუმბერგთან“ ინტერვიუშიგანაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე, უკრაინაში ომის დასრულების „შეთანხმების“ ფარგლებში, რომლის მიღწევასაც გეგმავს, რასაც ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.
„სანქციებით ყველას ვიშორებთ, ვინც გვიახლოვდება, ამიტომაც არ მიყვარს სანქციები. მე ვფიქრობდი, რომ ისინი ძალიან სასარგებლო იყო ირანთან მიმართებით, მაგრამ ირანთან სანქციებიც ასე ძლიერად არ მჭირდებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.