“არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები”- ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს სიტყვით მიმართა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ და მოუწოდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ გამოიყენოს. თუმცა მან ალტერნატივის სახით 1000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

“ანდრო იდგა წინა რიგში, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა. რომელ დაზიანებაზეა საუბარი? ბატონო მოსამართლე, მაინტერესებს თქვენი შინაგანი რწმენა.

თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და გმირად ჩაეწეროთ. ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით სიტუაცია განმუხტოთ.

ბატონო მოსამართლევ, არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები.

ანდრო ჭიჭინაძის მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული. ალტერნატივის სახით 1 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შემოგთავაზებთ.

ანდრო არის მსახიობი, სამარცხვინოა, ასეთი განათლებული, ჭკვიანი ადამიანი, საბრალდებო სკამზე რომ ზის“, – განაცხადა ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც