არქივი4 ოქტომბერი, 2024, 15:40
"არ მინდა ვარდების რევოლუციის რიმეიქი ვიხილო, მაგრამ არც ბელორუსიზაციის გზა მინდა!" – სადღობელაშვილი -

იმედია დამეთანხმებით რომ უცნაურად მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა… თითქოს ყველამ იცის რა და როგორ უნდა მოხდეს, ვინ რამდენ პროცენტს დააგროვებს, ვინ გადალახავს ბარიერს, ვინ გაიყიდება, ვინ აირჩევს ქუჩას, ვინ უღალატებს იდეას და ა.შ. – ბევრი პირდაპირ, დაუმალავად ემზადება ქუჩის აქციებისთვის, დაუღალავი და ერთთვიანი პროტესტისთვის რომელიც მხარდაჭერილია დასავლეთიდან და რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული! – არ მინდა 23 ნოემბერი და ვარდების რევოლიუციის სცენარის რიმეიქი ვიხილო მაგრამ არც ის მინდა ჩემი ქვეყანა ბელორუსიზაციის გზას დაადგეს! ამიტომ – არა ერთპარტიულ მმართველობას!
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.