არქივი16 სექტემბერი, 2024, 23:23
„არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება“ – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი:
„არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე როგორც, საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას განაგრძობს. სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. როგორც რუსეთი ყოფილა აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.