არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით

არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით
მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველომ, თანამედროვე მსოფლიოსა და პარტნიორებთან ურთიერთობა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა განაგრძოს, ასევე, უნდა გადაიხედოს ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს დადებული ყველა მავნებლური ხელშეკრულება.
“მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობა, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ასევე გადავხედოთ ყველა იმ მავნებლურ ხელშეკრულებებს, რომლებიც შევარდნაძის და მისი ხელდასმულის, სააკაშვილის მთავრობამ დადო. მგონი არ არის ცუდი აზრი. ამის მორალური უფლება, მხოლოდ პროქართულ პოლიტიკურ ძალას, “ქართულ ოცნებას” აქვს. ვიფიქროთ ამაზე და გავხსნათ მსჯელობა ქვეყანაში.” – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით