ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიების დაწყების აუცილებლობას ეხება, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც “ხალხის ძალის” განცხადებაშია ნათქვამი, “ზურაბიშვილმა სააკაშვილი მხოლოდ იმავე ძალის დავალებით შეიძლება შეიწყალოს, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილს ომის დაწყება დაავალა”. ანალიტიკოსის შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ქვეყნის ღალატი იქნება.
“არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ. მოღალატე სააკაშვილმა გარედან დავალებით დაიწყო აგვისტოს ომი და მეტად დაგვაშორა აფხაზ და ოს თანამემამულეებს. თუმცა, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი.
თუ ფორმალურმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც ფარისევლურად “ქადაგებს” დეპოლარიზაციაზე, ავაზაკი სააკაშვილი შეიწყალა, ეს იქნება საქართველოს ღალატი. სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.