ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არ ვრეგისტრირდებით, არ ვთვლით თავს უცხო ქვეყნის აგენტებად – „სისხლის უანგარო დონორები“

არ ვრეგისტრირდებით, არ ვთვლით თავს უცხო ქვეყნის აგენტებად – „სისხლის უანგარო დონორები“

ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორები“ აცხადებს, რომ რუსული კანონის ფარგებლში შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან.
„2024 წლის პირველი სექტემბრიდან ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში ამ წლის 26 ოქტომბრამდე. მერე ვნახოთ.
კერძოდ, ყველა პოსტს ექნება განცხადება, ტექსტით, რომ „სისხლის უანაგრო დონორები“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას! რუსული კანონი გააქრობს სამოქლაქო სექტორს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.როცა დახმარება დაგჭირდებათ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენ გვერდში დაგიდგებათ“, – ნათქვამია „სისხლის უანგარო დონორების“ განცხადებაში.
ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორების“ განცხადებით, თავიანთ ხმას გამოიყენებენ ცვლილებებისთვის.
„გადაწყვეტილება კი უცვლელია, არ ვრეგისტრირდებით. ჩვენ არ ვთვლით თავს უცხო ქვეყნის აგენტებად. თითოეული დღე და წუთი ჩვენი მხრიდან ქვეყნის და თანამოქალაქეების კეთილდღეობას ეთმობა.
ვინაიდან ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლესთან, ვაგრძელებთ ისეთივე უკომპრომისო ბრძოლას კანონის წინააღმდეგ, როგორ შეუდრეკელადაც სიცოცხლის სადარაჯოზე ვეპოტინებით სრულიად უცხო ადამიანების თითოეულ წუთს ჩვენ გვერდზე.
გვჯერა, ეს დრო და ენერგია უნდა იხარჯებოდეს ევროპული ხარისხის ჯანდაცვის შენებაზე და ისეთი ქვეყნის მოწყობაზე, სადაც პაციენტის ოჯახის წევრს სისხლის პაკეტის სოციალური მედიით ძებნა არ მოუწევს.
შესაბამისად, ამ ეტაპზე გავაგრძელებთ საქმიანობას ზუსტად ისე, როგორც ადრე – სრულად მოხალისეობრივად, იმის იმედით, რომ ის საზოგადოება რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხართ და მხარს გვიჭერთ, ანალოგიურად გამოიყენებთ თქვენს ხმას – ცვლილებებისთვის.
სხვა გზა არ გვაქვს – გვჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არაერთხელ გვინახავს, იმედაგაწურული პაციენტის ოჯახები, რომლების ცხოვრებაც სასიკეთოდ შემოტრიალებულა“, – ნათქვამია „სისხლის უანგარო დონორების“ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.