"არ ვიცოდი, ფეხბურთელი რომ იყო... ერთი ნახვით შემიყვარდა" - გაბრიელე მირანდა მოჰყვა, რას გრძნობდა, ფიქრობდა და როგორ შეუყვარდა პირველსავე დანახვაზე სიგიჟემდე ენდრიკი

"არ ვიცოდი, ფეხბურთელი რომ იყო... ერთი ნახვით შემიყვარდა" - გაბრიელე მირანდა მოჰყვა, რას გრძნობდა, ფიქრობდა და როგორ შეუყვარდა პირველსავე დანახვაზე სიგიჟემდე ენდრიკი
მადრიდის "რეალის" ახალი ამომავალი ვარსკვლავის, ენდრიკის მეგობარი გოგონა გაბრიელე მირანდა მოჰყვა, თუ როგორ გაიცნო ფეხბურთელი ბრაზილიაში.
"როდესაც პირველად ენდრიკი ვნახე, არ ვიცოდი, რომ ფეხბურთელი იყო. ის მარტო იჯდა სავაჭრო ცენტრში და მე ვფიქრობდი - "რა მშვენიერი ადამიანია!".
მაცდუნებელი გამომეტყველება და ხასიათი აქვს. ვგრძნობდი, რომ ის იყო ჩემი ცხოვრების, ჩემი მომავლის მამაკაცია.
ერთი ნახვით შემიყვარდა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ის "პალმეირასის" ფეხბურთელი იყო", - თქვა მირანდამ YOUTUBE-ის არხ POD DELAS-ის პოდკასტში.
მაგ ბიჭის დანახვაზე ყველა ლამაზმანს და მოდელს მასე მოუვიდოდა. მზის სათვალეებიც არაა საჭირო რომ დაინახო ყველაფერი რაც ამ გოგონამ პირველივე დანახვაზე შენიშნა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.