“არ ვიცოდი, რომ არასრულწლოვანი იყო” – მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი

ძალადობა 14 წლის მოზარდზე – საქალაქო სასამართლოში მკლავჭიდელი ქალის, ხატია ვიბლიანის პროცესი იწყება. საქმეს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავს.
ცოტა ხნის წინ სხდომაზე დასასწრებად მივიდა თავად ბრალდებული მკლავჭიდელი.
“არ ვიცოდი, რომ არასრულწლოვანი იყო” – თქვა ვიბლიანმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, თუ რატომ იძალადა 14 წლის მოზარდზე.
„რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. როცა ჩემი ბულინგი წავიდა, მერე გავიგე… მე გიჟი არ ვარ… მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე. გამოძიების დაწყების შემდეგ, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე”,- განაცხადა ვიბლიანმა.
კითხვაზე, სრულწლოვანი რომ ყოფილიყო, ძალადობა გამართლებულია თუ არა, მან უარყოფითი პასუხი გასცა.
არ ვიცოდი არასრულწლოვანი, რომ იყო… ძალადობას არ ვემხრობი, უბრალოდ, ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები. ვაღიარებ ჩადენილს, თუმცა ჩემს ადგილას ყველა თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა”, – თქვა ვიბლიანმა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან