ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“არ ემსახუროთ პარტიას… პარტიული ბოსები მოპარული ფულით სულ მალე გაიქცევიან…” – გახარია პოლიციელებს

“არ ემსახუროთ პარტიას… პარტიული ბოსები მოპარული ფულით სულ მალე გაიქცევიან…” – გახარია პოლიციელებს

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, პოლიციელებს მიმართავს და ამბობს:
“ჩემო ძვირფასო პოლიციელებო! ძალიან ბევრჯერ თქვენ უმნიშვნელოვანესი სამსახური გაგიწევიათ ჩვენი ქვეყნისთვის თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად და ყოველთვის იდექით სწორ მხარეს, მაშინ როდესაც, სახელმწიფოს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
დღეს, მაშინ როცა არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე, თქვენი როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ საქმეში, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი არჩევანი დამოუკიდებლად მშვიდ და და თავისუფალ გარემოში.
ჩვენ ყველას გვესმის, თუ რა მნიშვნელობის არჩევნები გვაქვს რამდენიმე დღეში. მე არასდროს ვიკადრებ მოგიწოდოთ თქვენ ხმა მისცეთ რომელიმე კონკრეტულ – ერთ, მეორე ან მესამე მხარეს. მაგრამ მინდა უბრალოდ გთხოვოთ და მოგიწოდოთ, ემსახუროთ სახელმწიფოს, ემსახუროთ საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს, რომლებიც თავისი მოპარული ფულით სულ მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ღირსება, ჯანმრთელობა და მშვიდი ძილის უფლება, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია ერთად.
დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ დიდ მისიას და თქვენი ძალისხმევით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავისი არჩევანი, არჩევანი, რომელიც არის სამართლიანი, ეროვნული, ევროპული და განვითარებული სახელმწიფო.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.