არ გვაქვს მოლოდინი, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” მომავალ სამუშაო პროცესში ჩაერთვება – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ერთხელ უკვე შექმნილ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომლის მიზანიც საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობა იყო, ოპოზიციამ შეგნებულად არ მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით, არც ახლა აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პოზიტიურად ჩაერთვება პროცესში, თუმცა, მისივე თქმით, ეს არაფერს ნიშნავს.
“სამუშაო ჯგუფები ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა შექმნილი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად. ვნახეთ, სად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რადიკალური ოპოზიცია, ყველგან – გარდა სამუშაო ჯგუფებისა. მათ არ მიიღეს მონაწილეობა და არ მიიღეს შეგნებულად, რათა მოეხდინათ საქართველოს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.
რა თქმა უნდა, არც გვაქვს მოლოდინი, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” მომავალ სამუშაო პროცესში ჩაერთვება, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. საქართველოს, რაც აქვს გასაკეთებელი, რაც ჩვენ დავპირდით ჩვენს საზოგადოებას და რაზეც შეთანხმება გვექნება ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენ იმ რეფორმებს გავაკეთებთ ხალხის მხარდაჭერით,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს