არქივი7 მაისი, 2024, 17:39
არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირი იკეტება რეაბილიტაციის გამო – მერია
თბილისის მერია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის გამო იკეტება. როგორც „პირველებს“ მერიის პრესსამსახურში უთხრეს, მსგავსი ინფორმაცია, ჯერჯერობით, მათ არ აქვთ.
,,მსგავსი ინფორმაცია პრესსამსახურს არ გააჩნია. თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გაავრცელებს მერიის პრესსამსახური,“ – აცხადებს პრესსამსახური.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირი ერთი თვით იკეტება – მიზეზი კი გამზირის რეაბილიტაციაა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.