არ გვაინტერესებს რუსეთის რეაქცია ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე – სომეხი დეპუტატი

სომხეთის მმართველი პარტიის სამოქალაქო თანხმობის დეპუტატი გაგიკ მელკონიანი აცხადებს, რომ “არ აინტერესებთ” როგორი რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე.
“თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა? ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ან არ ექნება, ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვზრუნავთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
23 თებერვალს სომხურმა ტელეკომპანია Factor TV-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა.
ზელენსკი, სავარაუდოდ, ერევანში მარტში ჩავა.
სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვალერი ლობაჩი აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება.
“ჩემი მხრივ, ვიტყვი, რომ უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონში სიტუაციის მოსაგვარებლად”, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნადიმ ხმალაძე: პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს. და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება . ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას

პაპუაშვილი: ბუბა კიკაბიძე პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი გახლდათ, მაგრამ, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი…