„არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება

· მეორადი საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება თბილისის 8 უბანში იქნება შესაძლებელი
დედამიწის დღე 2025 - გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თეგეტა მოტორსი“ და მოქალაქეებს გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობას აძლევს. 25 აპრილის ჩათვლით კომპანიის ელექტრომობილი თბილისის უბნებში ივლის და საავტომობილო ნარჩენებს - აკუმულატორებს, საბურავებსა და ზეთებს ჩაიბარებს. ბრენდირებული ელექტრომობილი უკვე იმყოფებოდა დიდ დიღომში, გლდანსა და ავლაბარში. მოქალაქეები საავტომობილო ნარჩენების ჩაბარებას დღეს, 23 აპრილს, 15:00 საათიდან შეძლებენ ვარკეთილში, 24 აპრილს - თემქასა და ნაძალადევში; 25 აპრილს - საბურთალოსა და დიდუბეში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.