ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!” - 5 აგვისტოს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

“ არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!” - 5 აგვისტოს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

5 აგვისტოს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

“ქალთა საპროტესტო მოძრაობა "300 ქალი" იწვევს თითოეულ თქვენგანს!

შემოგვიერთდით მსვლელობაში, ნინო დათაშვილისა და მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად.

არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!

ის, რაც ახლა თითოეული ჩვენგანის თავს ხდება, უკვე ყოველგვარ საზღვარს გაცდა! ჩვენ ბოროტების მორევი გვითრევს! ნინოს და მზიას უკიდეგანო განსაცდელი ელით! უნდა დავიცვათ ჩვენი ქალები! ჩვენი თანამებრძოლები უნდა დავიხსნათ!

ეს არ იქნება ჩვეულებრივი მსვლელობა.

ეს იქნება ჩვენი ხმამაღალი პასუხი ძალადობაზე, ჩაგვრაზე, ტერორზე.

მოგიწოდებთ — მოდით ყველანი!

ქალებო, კაცებო, განათლების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებო,

მოქალაქეებო — არ შევეგუოთ ტერორს! უნდა დავიხსნათ ჩვენი ქალები!"

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.