არ გაასაჯაროებენ თანხებს, რითაც აფინანსებენ პროექტებს, მაშინ ფულს როგორ მოტეხავენ ან არასამთავრობოებს როგორ დაიმონებენ? თან იციან, რომ “რუსული კანონი”, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა არ გვაქვს

არ გაასაჯაროებენ თანხებს, რითაც აფინანსებენ პროექტებს, მაშინ ფულს როგორ მოტეხავენ ან არასამთავრობოებს როგორ დაიმონებენ? თან იციან, რომ “რუსული კანონი”, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა არ გვაქვს
არა, არ გაასაჯაროებენ დონორები იმ თანხებს რაშიც აფინანსებენ თავიანთ პროექტებს, მაშინ ფულს როგორ მოტეხავენ ან თავიანთ მართულ არასამთავრობოებს როგორ დაიმონებენ ? თან იციან, რომ ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა არ გვაქვს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოწოდებას დონორებისადმი, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, ვინაიდან რამდენიმე ორგანიზაცია ხარჯებს მალავს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, საჭიროა კანონი, რომელიც ვალდებულს გახდის დონორებს, გაასაჯაროონ რაში იხარჯება თანხები.
“არა, არ გაასაჯაროებენ დონორები იმ თანხებს რაშიც აფინანსებენ თავიანთ პროექტებს, მაშინ ფულს როგორ მოტეხავენ ან თავიანთ მართულ არასამთავრობოებს როგორ დაიმონებენ ? თან იციან, რომ ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა არ გვაქვს. ან გვინდა კანონი, რომელიც ვალდებულს გახდის მათ გაასაჯაროონ რაში და რაზე ხარჯავენ ფულს.
ამის გარდა შეგვეძლება პირდაპირ მოვთხოვოთ არ ფუჭ და მავნებლურ საქმეებში დახარჯონ ფინანსები, არამედ თავდაცვის, უსაფრთხოების და აგრარული სექტორის გაძლიერებაში. რამდენად აწყობთ ერთია, მეორეა ჩვენ რამდენად ვართ მზად ახალი კანონი წარვადგინოთ, რასაც მანამდე ძალიან ძლიერი ინფორმაციული კამპანია უნდა უძღოდეს წინ!” – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: ყველა ასეთი მესიჯი არის დავალებით, მუქარის ტონის ირიბი შემცველობაც დავალებით არის, ამაში ფულს იხდიან – მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებს

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს