არქივი24 ოქტომბერი, 2024, 20:38
„არ არსებობს არც მეორე ფრონტი, არც მეორე ფრონტის მსურველები“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს არც მეორე ფრონტი და არც ისინი, ვისაც, მმართველი პარტიის თეორიების თანახმად, საქართველოში ამ მეორე ფრონტის გახსნა სურს.
„არ არსებობს არც მეორე ფრონტი, არც მეორე ფრონტის მსურველები, ომის პარტია არის მხოლოდ ერთი – მოსკოვში. ხალხში, არც ოპოზიციაში და არც სხვადასხვა ძალებში, ომის მომხრე არ არის“, – თქვა მან დღეს, 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.