ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„არ არის ლამაზი“ — ღარიბაშვილი ენმ-ის ოფისის დარბევაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება და „არ არის ლამაზი“ ისეთი ფაქტების ხილვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოხდა.
„ძალადობა არის დასაგმობი, ვემიჯნები, არ არის სასიამოვნო. „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ჯერ კიდევ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა. დამშვიდება სჭირდება სიტუაციას. პარტიებმა, თუ რამის თავი აქვთ, მოემზადონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დაძაბული ველი, დღეს რაც არის ქვეყანაში, არ არის კარგი სანახავი და „საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრით გამოხატვა“.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.